პროგრამა-ინგლისური
სამოქალაქო განათლებით შედგება 10 მოდულისაგან.
ყოველი მოდულის შემდეგ კი ტარდება ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში. სწორედ ამ
მოდულ-ტრენ ნგ კურსის საშუალებით ქ.ბათუმის №22 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი
პედაგოგ ეკატერინე ხავლოშვილთან ერთად ინგლისური ენაში, რომელსაც ესწრებოდა ამერიკელი
ტრენერი ჩაკ კინსლი. ყველა გაკვეთილმა დიდი
მოწონება დაიმსახურა და წარმატებული შეფასების საფუძველზე მას გადაეცა პირნტერ-ქსეროქს-სკანერი,
დინამიკები, ნოუთბუქთან ერთად . პედაგოგმა
ეკატერიე ხავლოშვილმა აღნიშნული საჩუქარი გადასცა სკოლას და მოაწყო შესაბამისი კუთხე,
რათა უცხო ენის პედაგოგებმა დამოუკიდებლად
შეძლონ აღნშნული ტექნიკის საგაკვეთილო პროცესში გამოყენება.
ეკატერინე ხავლოშვილი
აირჩიეს ამ პროექტის აქტიურ და კრეატულ მასწავლებლად, რის შედეგადაც მან მონაწილეობა
მიიღო 5 დღიან ტრენინგ კურსში „საზაფხულო სკოლა“, სადაც საქართველოს ყველა რეგიონიდან
იყვნენ მიწვეულნი მასწავლებლები, თითოეულ პედაგოგს
უნდა წარმოედგინა თემის შესაბამისი პრეზენტაცია.
პროექტის დასკვნითი
ნაწილი ჩატარდა ნოემბრის თვეში ქ.ბათუმის №22 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილის კვირეულის
სახით, რომელსაც ესწრებოდა ამ პროექტის ტრენერი თომას მათთი. თომას მათთმა წარმატებულად
შეაფასა მოსმენილი გაკვეთილი და აღნიშნა, რომ ეკატერინე ხავლოშვილი არის ნამდვილად
წარმატებული პედაგოგი, რადგან მან საგაკვეთილო პროცესში ყველა დონის მსწავლეებისათვის
გამოიყენა სწავლების ყველა მეთოდი (მოსწავლეები ჯგუფურად იყვნენ დაყოფილი არჩევითობის
პრინციპით, ყველა ჯგუფს ეძლეოდამათი დონის შესაბამისი ინდივიდუალური დავალება,გამონებული
იყო სმენის, ვიზუალური აღქმის, კითხვის, სწავლების მეთოდები). ყველა მეთოდი გამოქვეყნდება
ამ პროექტის მიერ გამოშვებულ წიგნში, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს გაკვთილის დაგეგმვაში.)

ღია გაკვეთილი ჩაატარა მე-4 კლასის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნინო ურუშაძემ "კულინარული შეჯიბრი", მოსწავლეები დაიყო ჯგუფებად, თითოეულმა ჯგუფმა არჩევითობის პრიციპით აირჩია შესაბამისი კერძი და დაიწყეს მისი მომზადება; ჯგუფის წევრებს ევალებოდათ კერძის როგორც მომზადება, ასევე მისი გაფორმება; წარმატებული ჯგუფები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით; წინასწარ შეიქმნა დეგუსტატორთა კომისა, რომლებმაც გამოვლინა გამარჯვებული ჯგუფები.

თითოეული ჯგუფის მიერ მომზადებული კერძები იყო ძალიან გემრიელი და შესაბისად გაფორმებული; პატარების ხელებმა ყველაფერი შეძლეს.
2013 წლის 29 დეკემბერს ქ.ბათუმში ერას მოედანზე ჩატარდა საახალწლო მარაფონი, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ქ.ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. თითოეული სკოლისათვის განკუთვნილი იყო მოურთავი საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც მოსწავლეებს უნდა მოეწყოთ თავიანთი ხელით შექმნილი სათამაშოებით. ხატვის მასწავლებელმა მადონა ბრუნჯაძემ მოსწავლეთა სურვილის მიხედვით შექმნა ჯგუფი შემოქმედი მოსწავლეებისაა, რომლებმაც სათითაოდ დაამზადეს თავიანთი ხელებით ინდივიდუალურად სააახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები, თავიანთ განკუთვნილ ნაძვის ხეს კი სახელწოდებაც თავად შეურჩიეს "კონკიას სასახლე". ქ.ბათუმის 22 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მორთულმა ნაძვის ხემ დიდი მოწონება დაიმსახურა.
2014 წლის 21 თებერვალს 4–ბ კლასის მოსწავლეებმა ნინო ურუშაძის ხელმძღვანე–ლობით ჩაატარა ინტელე–ქტუალური თამაში "რა, სად, როდის".




თითოეული ჯგუფის მიერ მომზადებული კერძები იყო ძალიან გემრიელი და შესაბისად გაფორმებული; პატარების ხელებმა ყველაფერი შეძლეს.



Комментариев нет:
Отправить комментарий