среда, 8 января 2014 г.

შარაბიძეების საშუალო სკოლა გაიხსნა 1990 წელს. შენობა აშენდა 1989 წელს, და გადაეცა საექსპლუატაციოდ, დაბა ხელვაჩაურში, ყოფილი 90–ე პოლკის გვერდით. სკოლის გახსნამ ფაქტიურად განტვირთა ხელვაჩაურისა და კახაბრის №1 საშუალო სკოლების მოსწავლეთა კონტიგენტი. იმ ქალაქის ტიპის დაბის დასახლების პირდაპირ არის სოფელი შარაბიძეები, ტრანსპორტის გაჩერებასაც ერქვა შარაბიძეების გაჩერება, აქედან გამომდინარე, დასახლებასაც შარაბიძეების დასახლება და სკოლასაც დაერქვა შარაბიძეების საშუალო  სკოლა. ორი სასწავლო კორპუსისა და სხვა დამხმარე ნაგებობების სკოლა, ყველა სახის ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, საზეიმოდ გაიხსნა 1990 წლის 17 ოქტომბერს. სკოლის 26 ფინანსურ კლასში ამ დროს ირიცხებოდა 721 მოსწავლე. ერთი ფინანსური კლასი (20 მოსწავლით) არაქართველი მოსახლეობის დიდი მოთხოვნით დაკომპლექტდა მათი შვილებით (რუსული კლასი) და მეცადინეობა მიმდინარეობდა ამ კლასისათვის შარაბიძეების ბაგა–ბაღში. გასული საუკუნის 90–იან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ და ახალი ხელისუფლების მოსვლამ გააძლიერა სკოლის სამოქმედო ტერიტორიიდან რუსი და სხვა ეროვნების მოსახლეობის მიგრაცია რუსეთში (ყოფილი საბჭოთა ჯარების) მოსამსახურეებისა და მათ ნაცვლად აჭარის ზედა რაიონებიდან ქართველი მოსახლეობის მასიური ჩამოსახლება. ამან კი მკვეთრად გაზარდა სკოლის მოსწავლეთა კონტიგენტი მომდევნო წლებში, 1300 მოსწავლესაც მიაღწია.
სკოლის პირველი დირექტორი იყო ნოდარ კოპინაძე, მოადგილე სასწავლო დარგში გურამ პაქსაძე (დღესაც მუშაობს ამ თანამდებობაზე), დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში ნაზიბროლა ჩიტაძე (ამჟამად სკოლის მასწავლებელია), სამნეო ნაწილის გამგე თამაზ ვრშალომიძე. 1995-2014 წლამდე სკოლის დირექტორად მუშაობდა ნესტან დიასამიძე. 2014 წლის 14 სექტემბერს სკოლის სამეურვეო საბჭომ სკოლის დირექტორად ერთხმად აირჩია გიორგი რუხაძე. 1992 წელს გვყავდა პირველი გამოშვება (40 კურსდამთავრებული); 2023 წლის 13 მარტიდან დირექტორის მ/შ დაინიშნა ნონა გორგაძე. ამჟამად სკოლაში 1912 მოსწავლეა.