დირექცია

ყოველივეს ამქვეყნად–შენობა იქნება ეს, ტაძარი თუ სხვა, ფუნდამენტი სჭირდება, ბალავარი, რის გარეშეც ვერაფერს შექმნი ფასეულს და, რაც უფრო მტკიცეა საძირკველი, მით უფრო მყარია შენობა.
ცოდნის, მეცნიერების, ჭეშმარიტების ბალავარი კი სკოლაში იყრეა. აქ, ჩვენს თვალწინ ყალიბდება სულ უმეცარი და უმწეო არსება ადამიანად. ამიტომ სკოლას, სასწავლო დაწესებულებებს გონებითი, დინჯი, მაგრამ მიზანსწრაფული მართვა სჭირდება.

სკოლის დირექტორი – გიორგი რუხაძე


დაიბადა 1967 წლის 12 იანვარს. 1973 წელს დაამთავრა ქ.ბათუმის N16 საშუალო სკოლა. 1984-1990 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის ზოოვეტერანულ ინსტიტუტში ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა მეფრინველ-ზოოტექნიკოსის კვალიფიკაცია. 1992-1997 წლებში სწავლობდა ბათუმის სასწავლო სამეცნიერი-კვლევით ინსტიტუტში უცხო ენის ფაკლუტეტზე. 1995-2002 წელში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის შარაბიძეების საშუალო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. 2000-2004 წლებში ქ.ბათუმის N16 საშუალო სკოლასი ინგლისური ენის მასწავლებლად. 2004 მუშაობდა ხელვაჩაურის ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის რეფერენტად. 2004-2011 წლებში  უშაობდა ხელვაჩაურის რაიონის ადლიის საჯარო სკოლის დირექტორად. 2011-2014 წლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორად. 
2014 წლის 14 სექტემბრიდან არის სსიპ ქალაქ ბათუმის 22 საჯარო სკოლის (ყოფილი შარაბიძეების) დირექტორი.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

სკოლის დირექტორი - ნონა გორგაძე

დაიბადა 1987 წლის 5 მაისს. ქედის რაიონის სოფელ ოქტომბერში. წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა. 2005 წელს ჩაირიცხა ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 2009 წელს მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. დამატებით სპეციალობა ინგლისური ენა. 2010 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერ

ებათა განათლების ფაკულტეტზე ქართველურ ენათმეცნიერების (ფილოლოგიის) სპეციალობით. 2012 წელს მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ფილოლოგიის (ქართველური) ენათმეცნიერების სპეციალობით.
2011 წელს მუშაობა დაიწყო ქედის მუნუციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად, 2013 წელს ჩააბარა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და პროფესიულ უნარებში, მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის უფლება. 2015 წელს დაინიშნა ამავე სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, პარალელურად ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. 2019 წლის 19 მარტიდან დაინიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2012 წელს დაუდასტურდა წამყვანი მასწავლებლის კომპეტენცია, ხოლო 2023 წლის დასაწყისში ჩააბარა დირექტორთა სასერთიფიკაციო გამოცდა და გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ მიენიჭა დირექტორის უფლება. 2023 წლის 13 მარტიდან დაინიშნა სსიპ ქალაქ ბათუმის N22 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2023 წლის 18 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ სსიპ ქალაქ ბათუმის N22 საჯარო სკოლის სამეურეო საბჭოს წარუდგინა მისი კანდიდატურა დირექტორის პოზიციაზე. ამჟამად ქალბატონი ნონა გორგაძე არის სსიპ ქალაქ ბათუმის N22 საჯარო სკოლის დირექტორი , ამავდროულად ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას.
ყავს მეუღლე და ერთი შვილი.


სკოლის დირექტორის მოადგილე–გურამ  ტაშტანის ძე პაქსაძე
დაიბადა 1948 წელის 20 თებერვალს ბათუმის რაიონის სოფელ მახოში. 1975 წელს დაამთავრა მახოს საშუალო სკოლა, 1976–1980 წლებსი სწავლობდა შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1980 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა.
1980–1981 წლებში მუაშობდა განაწილებით ქედის რაიონის ახოს საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, 1981–1987 წლებში ხელვაჩაურის რაიონის მახოს საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1987–1990 წლებში ხელვაჩაურის რაიონის განათლების განყოფილებაში მეთოდისტად.
1990 წლიდან შარაბიძეების საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ. მუშაობს დღემდე.
1984 წელს წარმატებისათვის დაჯილდოვდა მედლით "შრომითი მამაცობისათვის" მასწავლებელთა ატესტაციის დროს მიენიჭა უმარლესი კატეგორია; 2010 წელს წარმატებით ჩააბარა სასერთიფიკაციო გამოცდა და აიღო სერთიფიკატი.


ბუღალტერი–მერი ოსმანის ასული დუმბაძე

დაიბადა 1963 წელს, 1978 წელს დაამთავრა სოფელ თხილნარის 8–წლიანი სკოლა და ჩაირიცხა ქ.ბათუმის სავაჭრო ტექნიკურ სასწავლებელში, სასურსათო საქონელთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1982 წელს მუშაობა დაიწყო ქ.ბათუმის სასურსათო მაღაზიაში გამყიდველად. 1995  წელს  მუშაობა განაგრძო ხელვაჩურის რაიონის დაბის საკრებულოში ბუღალტრად. 1996 წელს კი მუშაობა დაიწყოშარაბიძეების საჯარო სკოლაში ბუღალტრად. 
დღემდე მუშაობს ბუღალტრად სსიპ ქალაქ ბათუმის 22 საჯარო სკოლაში. 
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.





Комментариев нет:

Отправить комментарий