მოსწავლეთა წარმატებები















რობერტი ფუტკარაძე სსიპ ქალაქ ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, ჩემი სკოლა და საყვარელი მასწავლებლები. შემომთავაზეს მიმეღო მონაწილეობა "ცოდნის სამყარო"-ს პროექტში. რისთგისაც გავიარე ონლაინ რეგისტრაცია. ეს პროექტი კი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის. კურსი რვა ეტაპისგან შედგება, ამჟამად მეოთხე ეტაპზე გადავედი და 38 მონაწილეთაგან მესამე ტურის ჯამით მე-11 ადგილზე ვიმყოფები. ბოლო ტურზე 90 ქულა დავაგროვე. 
პროექტი წიგნის კითხვასა და თემის დმუშავებას ეხება, ზუსტად და კორექტულად უნდა შეასრულო დავალებები, სახელმძღვანელოს თავად გვაწვდიან. პროექტი  გამარჯვების შემთხვევაში ფინანსდება  სხვადასხვა პროზებით, სიგელითა და უმაღლეს სასწავლებელში დაფინანსებით.
ვფიქრობ მე ჩემს მიზანს მივაღწევ.
ჩემო მეგობრებო თქვენც დაინტერესდით , ჩვენ ყველას დიდი შანსი გვაქვს გადავლახოთ დაბრკოლებები და გავხდეთ წარმატებულები .


2014 წლის 29 მარტს ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების სკოლა-ლიცეუმ "სხივის" ორგანიზატორობით ჩატარდა V რესპუბლიკური ოლომპიადა მათემატიკაში მე-4 კლასელებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქ.ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა: ლ.ბერიძე, შ.პაქსაძე, ვ.საგინაძე,  ლ.ცინცაძე.
შორენა პაქსაძე კი დაჯილდოვდა ქ.თბილისში მათემატიკის V რესპუბლიკური ოლომპიადაზე მიღწეული წარმატებისათვის.
ამ პატარების წარმატება კლასის ხელმძღვანელის ნინო ურუშაძისა და თითოეული მოსწავლის მშობლების დამსახურებაა, დიდი მადლობას უხდის სკოლის დირექცია თითოეულ მათგანს  სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის.


II ბ კლასის მოსწავლეებმა ნ.ბერიძე, ა.ბაჯელიძე-კლასის ხელმძღვანძღვანელი გულნარა კახიძე, აქტიური მონაწილეობა მიიღეს და "ევერესტის" მათემატიკის ტურში და ფინალურ ტურშიც  გაიმარჯვეს , ხოლო ნ.ბერიძემ  ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

წარმატებები არ მოგკლებოდეს ქალბატონო გულნარა თქვენს პატარებთან ერთად.


Комментариев нет:

Отправить комментарий