წარმატებები







2010-2013 წელს ყველა საგანმანათლებლო სკოლებში მიმდინარეობს „1:1 ელექტრონული სწავლების“ ტრენინგ-კურსები პირველი კლასელთა პედაგოგებისათვის. აღნიშნული ტრენინგ კურსი  9 დღიანია და ხორციელდება 3 ეტაპად. პირველ ეტაპზე პედაგოგებს უტარდებათ 5 დღიანი ტრენინგი, მეორე ეტაპზე ხდება მასწავლებელთა დახმარება ტრენერის მიერ ანუ სწავლება-„ქოუჩინგი“-ხელის გაწოდება, თუ როგორ გამოიყენოს პირველი კლასის მასწავლებელმა ბუკი საგაკვეთილო პროცესში, როგორ დაიგეგმოს საგაკეთილო პროცესი გამდიდრებული რესურსებით, გახდეს საგაკვეთილო პროცესი ხალისიანი და აქტიური. ყველა პირველკლასელ მოსწავლესა და მასწავლებელებს უკვე სამი წელია დაურიგდათ ბუკები, ხოლო წელს პირველი კლასის დამრიგებლებს პორტატული-ნოუთბუქი. ყოველ პედაგოგს ტრენერი ხდება ინდივიდუალურად „ქოუჩინგის“ დროს ინდივიდუალურადიგეგმება მასწავლებლის მიერ მის მიერ ჩასატარებელი გაკვეთილი, ინტერნეტის გამოყენებითა და საძიებო პროგრამის საშუალებით ხდება პედაგოეგბის მიერ ელექტრონული რესურსების მოპოვება და მისი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. პრეზენტაციების შექმნა საპრეზენტაციო პროგრამა-PowerPoint-ში. მესამე ეტაპზე პედაგოგები კვლავ გაივლიან 4 დღიან ტრენინგს და კვლავ ჩაატარებენ გაკვეთილს ბუკის გამოყენებით ტრენერთან თანდასწრებით.

სწორედ ასეთი თანმიმდევრობით ჩატარდა ქ.ბათუმის №22 საჯარო სკოლაში ტრენინგ კურსი. პირველი კლასის დამრიგებლებმა ნანა ბერიძემ, დარიკო ბერიძემ, ზიული ქათამაძემ და გულნაზ დუმბაძემ ტრენერ ხათუნა ლორთქიფანიძესთან  თანდასწრებით ჩაატარეს გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში 25 ნოემბერს. მათ დამოუკიდებლად მოამზადეს ელექტრონულად გაკვეთილის გეგმა, მოამზადეს და გამოიყნეს ელექტრონული რესურსები ბუკის ეკრანის გადაცემით  მოსწავლეებთან. იციან თუ როგორ უნდა გადაუგზავნონ წინასწარ მომზადებული გაკვეთილთან შესაბამისი ელექტრონული დავალებები მოსწავლეებს, ბეჭდონ ტექსტურ რედაქტორში შესწავლილი ასობგერებით სიტყვები, მარცვლები, წინადადებები, შეინახონ და მასწავლებელს უკან გადმოუგზავნონ. მოსწავლეები ამ ეტაპზე დამოუკიდებლად მუშაობენ საგანმანათლებლო რესურსებში რომელიც ჩატვირთულია ბუკში (ქამაბუკი, სახალისო მათემატიკა, ანბანი და სხვა). პედაგოგებმა კიდევ უფრო მეტად უნდა იმუშაოს და დაგეგმონ სგაკავთილო პროცესი გამდიდრებული ელექტრონული ვიზუალური თვალსაჩინოებებით, რის გამოც აუცილებელია მოსწავლეებმა ბუკი სკოლაში ატარონ ყველა დღე გაკვეთილისათვის მზა მდგომარეობაში.

პროგრამა-ინგლისური სამოქალაქო განათლებით შედგება 10 მოდულისაგან.  ყოველი მოდულის შემდეგ კი ტარდება ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში. სწორედ ამ მოდულ-ტრენ ნგ კურსის საშუალებით ქ.ბათუმის №22 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი პედაგოგ ეკატერინე ხავლოშვილთან ერთად ინგლისური ენაში, რომელსაც ესწრებოდა ამერიკელი ტრენერი   ჩაკ კინსლი. ყველა გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა და წარმატებული შეფასების საფუძველზე მას გადაეცა პირნტერ-ქსეროქს-სკანერი, დინამიკები, ნოუთბუქთან ერთად .  პედაგოგმა ეკატერიე ხავლოშვილმა აღნიშნული საჩუქარი გადასცა სკოლას და მოაწყო შესაბამისი კუთხე, რათა უცხო  ენის პედაგოგებმა დამოუკიდებლად შეძლონ აღნშნული ტექნიკის საგაკვეთილო პროცესში გამოყენება.
ეკატერინე ხავლოშვილი აირჩიეს ამ პროექტის აქტიურ და კრეატულ მასწავლებლად, რის შედეგადაც მან მონაწილეობა მიიღო 5 დღიან ტრენინგ კურსში „საზაფხულო სკოლა“, სადაც საქართველოს ყველა რეგიონიდან იყვნენ  მიწვეულნი მასწავლებლები, თითოეულ პედაგოგს უნდა წარმოედგინა თემის შესაბამისი პრეზენტაცია.

პროექტის დასკვნითი ნაწილი ჩატარდა ნოემბრის თვეში ქ.ბათუმის №22 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილის კვირეულის სახით, რომელსაც ესწრებოდა ამ პროექტის ტრენერი თომას მათთი. თომას მათთმა წარმატებულად შეაფასა მოსმენილი გაკვეთილი და აღნიშნა, რომ ეკატერინე ხავლოშვილი არის ნამდვილად წარმატებული პედაგოგი, რადგან მან საგაკვეთილო პროცესში ყველა დონის მსწავლეებისათვის გამოიყენა სწავლების ყველა მეთოდი (მოსწავლეები ჯგუფურად იყვნენ დაყოფილი არჩევითობის პრინციპით, ყველა ჯგუფს ეძლეოდამათი დონის შესაბამისი ინდივიდუალური დავალება,გამონებული იყო სმენის, ვიზუალური აღქმის, კითხვის, სწავლების მეთოდები). ყველა მეთოდი გამოქვეყნდება ამ პროექტის მიერ გამოშვებულ წიგნში, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს გაკვთილის დაგეგმვაში.)




ღია გაკვეთილი ჩაატარა მე-4 კლასის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნინო ურუშაძემ "კულინარული შეჯიბრი", მოსწავლეები დაიყო ჯგუფებად, თითოეულმა ჯგუფმა არჩევითობის პრიციპით აირჩია შესაბამისი კერძი და დაიწყეს მისი მომზადება; ჯგუფის წევრებს ევალებოდათ კერძის როგორც მომზადება, ასევე მისი გაფორმება; წარმატებული ჯგუფები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით; წინასწარ შეიქმნა დეგუსტატორთა კომისა, რომლებმაც გამოვლინა გამარჯვებული ჯგუფები.


თითოეული ჯგუფის მიერ მომზადებული კერძები იყო ძალიან გემრიელი და შესაბისად გაფორმებული; პატარების ხელებმა ყველაფერი შეძლეს.






2013 წლის 29 დეკემბერს ქ.ბათუმში ერას მოედანზე ჩატარდა საახალწლო მარაფონი, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ქ.ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. თითოეული სკოლისათვის განკუთვნილი იყო მოურთავი საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც მოსწავლეებს უნდა მოეწყოთ თავიანთი ხელით შექმნილი სათამაშოებით. ხატვის მასწავლებელმა მადონა ბრუნჯაძემ მოსწავლეთა სურვილის მიხედვით შექმნა  ჯგუფი შემოქმედი მოსწავლეებისაა, რომლებმაც სათითაოდ დაამზადეს თავიანთი ხელებით ინდივიდუალურად  სააახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები, თავიანთ განკუთვნილ ნაძვის ხეს კი სახელწოდებაც თავად შეურჩიეს "კონკიას სასახლე". ქ.ბათუმის 22 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მორთულმა ნაძვის ხემ დიდი მოწონება დაიმსახურა.


2014 წლის 21 თებერვალს 4–ბ კლასის მოსწავლეებმა ნინო ურუშაძის ხელმძღვანე–ლობით ჩაატარა ინტელე–ქტუალური თამაში "რა, სად, როდის". 
 


Комментариев нет:

Отправить комментарий