ადმინისტრაცია


საინფორმაციო მენეჯერი–ხათუნა ლორთქიფანიძე

დაიბადა ქ.ბათუმში. 1989 წელს დაამთავრა ხელვაჩაურის საშუალო სკოლა. 1990 წელს სწავლა განარგრძო ბათუმის შოთა რუსთაველის სახლობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზტდ, ინფორმატიკა, შრომა გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. 1995 წელს მუშაობა დაიწყო  შარაბიძეების საჯარო სკოლაში ფიზიკა-ინფორმატიკის მასწავლებლად. 1997 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის საზღვაო აკადემიაში ასისტენტ-პროფესორად ინფორმატიკის სპეციალობის დარგში. 2007 წელს დაინიშნა სსიპ ქალაქ ბათუმის 22 საჯარო სკოლის IT მენეჯერად.
დღემდე მუშაობს სსიპ ქალაქ ბათუმის 22 საჯარო სკოლის IT მენეჯერად.



ბიბლიოთეკარი– ლამზირა დიასამიძე
დაიბადა 1961 წელს, დაბა ხელვაჩაურში. 1978 დაამთავრა სოფელ ხელვაჩაურის საშუალო სკოლა. 1980 წელს სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1982 წელს მუშაობა დაიწყო ხელვაჩაურის საშუალო სკოლაში ბიბლიოთეკის გამგედ. 1990 წლიდან მუშაობა დაიწყო შარაბიძეების საჯარო სკოლოაში ბიოლოგიის მასწავლებლად და ბიბლიოთეკის გამგედ. სადაც მუშაობს დღემდე .
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.



საქმისმწარმოებელი–ნაზიბროლა ხაბაძე
დაიბადა 1973 წლის 20 იანვარს. 1990 წელს დაამთავრა კახაბრის 1 საშუალო სკოლა, 1993 წელს დაამთავრა პედაგოგიური კოლეჯი დაწყებითი და სკოლამდელი აღზრდის კვალიფიკაციით. 1995 წელს მუშაობა დაიწყო შარაბიძეების საშუალო სკოლაში საქმეთამმართველად. დღემდე მუშაობს სსიპ ქალაქ ბათუმის 22 საჯარო სკოლის საქმეთამმართველად.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.




სამნეო ნაწილის გამგე–თამაზ ვარშალომიძე

დაიბადა 1963 წელს ს.ხელვაჩაურში. 1979 წელს დაამთავრა ხელვაჩაურის საშუალო სკოლა. 1979 სწავლა განაგრძო ქ.ბათუმის ფილიალის ლანჩხუთის ინდუსტრიულ სასწავლებელში სამშენებლო ფაკულტეტის განხრით. მოხადა სამხედრო ვალდებულება. 1984 წელს დაამთავრა ინდუსტრიული სასწავლებელი. 1986–1988 წლებში მუშაობა დაიწყო ხელვაჩაურის რაიონის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. 1989–1993 წლებში მუშაობდა სოფტექნიკის წარმოებაში მძღოლად. 1989 წელს მუშაობა დაიწყო ხელვაჩაურის  რაიონის სოფ. შარაბიძეების საჯარო სკოლაში სამეურნეო ნაწილის გამგედ. 2012 წელს დაინიშნა სსიპ ქალაქ ბათუმის 22 საჯარო სკოლის სამნეო ნაწილის გამგედ.  მუშაობს დღემდე.
ყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий