მანდატურის სამსახური

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  მანდატურების პროექტის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ. 2010 წლის 15 აპრილიდან, მანდატურები თბილისის შვიდ საპილოტე საჯარო სკოლაში შევიდნენ და თავიანთი  მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. მანდატურის სამსახურის ინსტიტუტი ამოქმედდა საქართველოს ყველა ქალაქის საჯარო სკოლაში. მანდატურების მოსვლამ საჯარო სკოლებში ძალადობის და დისციპლინარული დარღვევით ფაქტები მნიშვნელოვნად შეამცირა.

მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ და სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც დაეხმარებათ  სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენცია და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა უზრუნველყონ. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განახორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ. სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნელოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის  გამოყოფილ ოთახებში განთავსდნენ, აქვთ სპეციალური ფორმა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებება.
ქ.ბათუმის 22 საჯარო სკოლაშიც განხორციელდა მანდატურის პროექტი. ჩვენი სკოლის მანდატურის სამსახურს ღირსეულად ემსახურება ია სურმანიძე და ზურა ქათამაძე. ისინი მართლაც გულისხმიერად ეკიდებიან თავიანთ მოვალეობას, iისინი მართლაც ჩვენი სკოლის მოსწავლეების სიმშვიდისა სრული გარანტი არიან.

Комментариев нет:

Отправить комментарий